Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. მანანა მენაბდის კონცერტი კონსერვატორიაში

12 ივნისი (ოთხშაბათი)

12 ივნისს კონსერვატორიის დიდ დარბაზში მანანა მენაბდის კონცერტი "შენ ფანჯარაში დამინახავ" გაიმართება. კლასიკური რომანსების ორიგინალური ინტერპრეტაციებით ცნობილი არტისტი მსმენელთა წინაშე ბენდთან ერთად წარდგება. მანანა მენაბდის დებიუტი 1964 წელს ორკესტრ "რეროში" შედგა. 1991 წლიდან მუსიკოსი ბერლინში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

4. BASSIANI / HOROOM: Herrensauna Night 

14 ივნისი (პარასკევი)

14 ივნისს "ბასიანი" ბერლინში დაფუძნებულ ქვიარ ღამეების სერიას, Herrensauna-ს უმასპინძლებს. კლუბის მთავარ სცენაზე მსმენელთა წინაშე Hector OaksCEM და SPFDJ წარდგებიან, "ჰორუმის" ოთახში კი MCMLXXXV და Kancheli დაუკრავენ. 

3. eZo Festival 2019 მთაწმინდაზე

14-15 ივნისი (პარასკევი-შაბათი) 

14-15 ივნისს eZo Festival 2019 წლის სეზონს ხსნის. ფესტივალი ტრადიციულად მთაწმინდის ფერდობზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება. ღონისძიების სტუმრების წინაშე ფრანგი მუსიკოსი Jeremy Underground, გერმანელი არტისტი Gerd Janson, ამერიკელები Todd Terry და Chez Damier, ასევე ქართველი დიჯეები Hatsvali, Dr. Emmet Brown, Ako Von Unten, Rati, Levi Love Disco და სხვები წარდგებიან. 

2. სეზონის დახურვა "ბარი-ბარში"

15 ივნისი (შაბათი)

15 ივნისს "ბარი-ბარში" სეზონს ხურავს. მსმენელთა წინაშე ჯგუფ "არას" ვოკალისტი ზურა ჯავახია, Young Georgian Lolitaz-ის ფრონტმენი ნიკა კოჩაროვი, The BearFox-ის წევრი მებო ნუცუბიძე, მუსიკოსი, პოეტი და მწერალი ერეკლე დეისაძე და სხვა ქართველი არტისტები წარდგებიან.

1. The Black Eyed Peas-ის კონცერტი Black Sea Arena-ზე

16 ივნისი (კვირა)

16 ივნისს შეკვეთილში Black Sea Arena სეზონს პოპულარული ამერიკული ჯგუფის, Black Eyed Peas-ის კონცერტით გახსნის. კოლექტივი საქართველოს ბოლო ალბომის Masters of the Sun Vol.1 მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა. მუსიკოსები ახალ სტუდიურ ჩანაწერში შესულ კომპოზიციებთან ერთად, მსმენელებისთვის კარგად ნაცნობ ნამუშევრებს შეასრულებენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული