Thumbnail

Miley Cyrus: ქალს მისი თანხმობის გარეშე არავინ უნდა შეეხოს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელ პოპვარსკვლავს, მაილი საირუსს ცოტა ხნის წინ, ესპანეთში ყოფნისას ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა მოულოდნელად აკოცა. მუსიკოსმა ინციდენტის ამსახველი ვიდეო ინსტაგრამის სთორის საშუალებით გააზიარა და დააწერა:

► ნახეთ: მაილი საირუსს თაყვანისმცემელმა მოულოდნელად აკოცა

► მოუსმინეთ: მაილი საირუსმა ახალი ალბომი She Is Coming გამოუშვა

"ქალს შეუძლია, ჩაიცვას ის, რაც მოუნდება; მას შეუძლია, იყოს ქალწული ან ჰქონდეს სექსი 5 სხვადასხვა ადამიანთან; მას შეუძლია, ჰყავდეს ქმარი ან მეგობარი გოგონა; მას შეუძლია, იყოს შიშველი; მას ვერავინ შეეხება მისი თანხმობის გარეშე. ჩემს თავისუფლებას ნუ ზღუდავთ", - წერს მაილი.

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული