Thumbnail

ნახეთ: ადელმა კომპოზიციიდან Monster ნიკი მინაჟის ვერსი გარეპა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ბრიტანელი პოპვარსკვლავი ადელი ლოს ანჯელესში ერთ-ერთ წვეულებაზე იმყოფებოდა. მუსიკოსმა სხვა სტუმრების წინაშე ჩიკაგოელი რეპერის, ქანიე ვესთის კომპოზიციიდან Monster ნიკი მინაჟის ვერსი წაიკითხა.

► ფოტოგალერეა: ადელმა ბევერლი ჰილსზე მდებარე სახლი $10,65 მილიონად იყიდა

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსმა ნიკის ვერსი პირველად 2016 წელს ჯეიმს კორდენის შოუში შეასრულა.

ადელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. 2013 წელს ფილმისთვის Skyfall დაწერილი კომპოზიციისთვის მას ოსკარისა და ოქროს გლობუსი ჯილდოები გადაეცა. 15 გრემის მფლობლ მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ჩანაწრი აქვს გაყიდული. არტისტს სულ სამი ალბომი აქვს გამოცემული, აქიდან ორმა, "21" და "25" ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. 2012-16 წლებში ჟურნალმა Time ის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის დაასახელა. პოპვარსკვლავს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Rolling in the Deep, Someone Like You და Hello მოუტანა, სამივე კომპოზიციაზე გადაღებულმა კლიპებმა იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვები დააგროვეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული