Thumbnail

ნახეთ: ლიამ გალაჰერმა ახალი კომპოზიცია Shockwave შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

Oasis-ის ყოფილმა ფრონტმენმა, ლიამ გალაჰერმა ლონდონში გამართულ კონცერტზე ახალი სიმღერა Shockwave შეასრულა. კომპოზიციის სტუდიურ ვერსიას არტისტი ახლო მომავალში გაავრცელებს. ტრეკი გალაჰერის რიგით მეორე სოლო ალბომში Why My? Why Not შევა, რომლის გამოცემის თარიღიც ამ ეტაპზე უცნობია.

► ნახეთ: ლიამ გალაჰერის შესახებ გადაღებული ფილმის თრეილერი გავრცელდა

2009 წელს, "ოაზისის" დაშლის შემდეგ, ლიამმა ახალი როკ კოლექტივი Beady Eye ჩამოაყალიბა, რომელმაც 5 წელი იარსება. 2017 წელს მან სადებიუტო სოლო ალბომი As You Were გამოუშვა, რომელიც ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული