Thumbnail

ნახეთ: ბრიტნი სპირსი ბილი აილიშის ჰიტზე Bad Guy ცეკვავს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა თაყვანისმცემლებს ინსტაგრამზე ახალი ვიდეო შესთავაზა. არტისტი კადრებში 17 წლის მუსიკოსის, ბილი აილიშის ჰიტზე Bad Guy სათამაშო გველთან ერთად ცეკვავს.

► ნახეთ: ბრიტნი სპირსი მაიკლ ჯექსონის ჰიტზე Scream ცეკვავს

► ნახეთ: ბრიტნი სპირსი Cardi B-ის ჰიტზე I Like It იოგას ვარჯიშობს

► ბრიტნი სპირსს მამა 25 წლის შეყვარებულზე დაქორწინებას უკრძალავს

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული