Thumbnail

2Pac-ის წერილი, რომელშიც მადონას დაშორების მიზეზს უხსნის, აუქციონზე გაიყიდება

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, თუფაქ შაკურის ხელნაწერი წერილი, რომელიც თავის ყოფილ შეყვარებულს, პოპვარსკვლავ მადონას 1995 წელს ციხიდან გაუგზავნა, აუქციონზე გაიყიდება. სასამართლომ მომღერლის მოთხოვნა აუქციონის გაუქმებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. ტექსტში რეპერი მადონას დაშორების მიზეზს უხსნის.

► ნახეთ: 2Pac-ის მიერ შექმნილი პორნოგრაფიული ნახატი 21,155 დოლარად გაიყიდა

"... შავკანიან მამაკაცთან ერთად გამოჩენა შენს კარიერას საფრთხეს არ შეუქმნის. პირიქით, უფრო პროგრესულ ადამიანად ჩაითვლები. მე კი მგონია, რომ ეს ურთიერთობა ჩემს იმიჯზე უარყოფითად აისახება. შენთვის გულის ტკენა არც კი მიფიქრია... ბოდიშს გიხდი, რადგან, როგორც მითხარი, მე არ ვიყავი შენი ისეთი მეგობარი, როგორიც შემეძლო, ვყოფილიყავი", - წერს არტისტი.

მადონა და თუფაქ შაკური ერთმანეთს 1993-94 წლებში ხვდებოდნენ. 1996 წლის 7 სექტემბერს რეპერი ლას ვეგასში, მანქანაში ჩაცხრილეს. 13 სექტემბერს ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული