Thumbnail

ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი აბას ჰამადი, ფსევდონიმით Bas, მსმენელს ახალი კომპოზიციით Fried Rice დაუბრუნდა. ლეიბლ Dreamville-ის წევრის ჩანაწერში ამავე გაერთიანების კიდევ ერთი წარმომადგენელი, ატლანტელი რეპერი J.I.D მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი K Quick გახლავთ, რომელმაც "დრიმვილის" წევრებთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა. ნამუშევარი ბასის ბოლო ალბომის Milky Way დელუქს ვერსიაში შევა.

► მოუსმინეთ: რეპერი Bas ახალ ალბომს Milky Way ავრცელებს 

► ნახეთ: Bas - Tribe Feat. J. Cole 

► ნახეთ: რეპერი Bas კომპოზიციის Fragrance ვიდეორგოლს ავრცელებს 

ახალგაზრდა რეპერმა მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. ბასს 3 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მან ასევე "დრიმვილის" 2015 წლის კომპილაციურ ჩანაწერში Revenge Of The Dreamers II მიიღო მონაწილეობა.  

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული