Thumbnail

ნახეთ: მადონას 13 წლის შვილი, დევიდი ელტონ ჯონის ჰიტს Your Song მღერის

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ლეგენდარული მუსიკოსი მადონა ტვიტერზე ახალ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც მისი შვილი, დევიდი ელტონ ჯონის ჰიტს Your Song მღერის.

► ნახეთ: მადონამ და Swae Lee-მ სიმღერაზე Crave კლიპი გადაიღეს

► ნახეთ: მადონამ ევროვიზიაზე ახალი სიმღერა Future და ჰიტი Like A Prayer შეასრულა

► მოუსმინეთ: Madonna - Future Feat. Quavo

Your Song ელტონის 1970 წლის რიგით მეორე სტუდიურ ალბომში Elton John შედის. კომპოზიცია ჟურნალმა Rolling Stone ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერას შორის დაასახელა.

მადონა ლუიზა ჩიკონე, 300 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მუსიკოსია. 2004 წელს Rolling Stone-მა ის ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 36-ე პოზიციაზე დაასახელა. 7 გრემისა და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი შემსრულებელი თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება. 2015 წელს მადონამ ბოლო სტუდიური ნამუშევარი Rebel Heart გამოუშვა. ჩანაწერში შესული სიმღერა Bitch I'm Madonna ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული