Thumbnail

ნახეთ: მაილი საირუსს თაყვანისმცემელმა მოულოდნელად აკოცა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მაილი საირუსმა ბარსელონაში, ფესტივალ Primavera Sound-ში მიიღო მონაწილეობა. ესპანეთში ჩასული მუსიკოსი ქმართან, ლიამ ჰემსვორტთან ერთად ავტომობილისკენ მიემართებოდა, როდესაც ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა პირადი დაცვის თანამშრომლებს გვერდი აუარა და არტისტს აკოცა.

► მაილი საირუსი: Cardi B და Nicki Minaj ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ორივე დედოფალია

► მოუსმინეთ: მაილი საირუსმა ახალი ალბომი She Is Coming გამოუშვა

► ნახეთ: მაილი საირუსმა ჰიტი We Can't Stop მომღერალ Charli XCX-თან ერთად შეასრულა

აღსანიშნავია, რომ მაილის ნაცვლად ფესტივალის ჰედლაინერი რეპერი Cardi B უნდა ყოფილიყო, თუმცა, ჰიპ ჰოპ არტისტმა კონცერტის გამართვა გადაიფიქრა.

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული