Thumbnail

Jay-Z პირველი მილიარდერი რეპერია

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტი, შონ კარტერი, იგივე Jay-Z, პირველი მილიარდერი რეპერია. ამის შესახებ ინფორმაცია ბიზნესჟურნალმა Forbes გაავრცელა.

► 21 Savage: Jay-Z ყველა დროის საუკეთესო რეპერია

 სიმღერის ისტორია: Empire State of Mind

► ყველაზე მდიდარი ამერიკელი მუსიკოსი გამოვლინდა

მუსიკალური მოღვაწეობის გარდა, არტისტი ალკოჰოლური სასმლის ბრენდებს, ცნობილი სატრანსპორტო ქსელის, Uber-ის წილს, სტრიმინგ სერვისს Tidal, ასევე, უძრავ ქონებასა და არაერთ ხელოვნების ნიმუშს ფლობს. 

აღსანიშნავია, რომ ჯეი ზიმ თავდაპირველად, 1999 წელს ტანსაცმლის ბრენდი Rocawear დააარსა, რომელიც 2007 წელს 204 მილიონ დოლარად გაყიდა.

22 გრემის მფლობელმა ჯეი ზიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 90-იან წლებში დაიწყო. მისი სადებიუტო ჩანაწერი Reasonable Doubt, რომელიც გაყიდვაში 1996 წელს ჩაეშვა, ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მუსიკალურმა გამოცემამ Rolling Stone ნამუშევარი ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული