Thumbnail

ნახეთ: ლას ვეგასში Lady Gaga-ს კოსტიუმების გამოფენა გაიხსნა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ლას ვეგასში, გასართობ კომპლექსში Park MGM ამერიკელი პოპვარსკვლავის, ლედი გაგას კოსტიუმების გამოფენა გაიხსნა. ღონისძიების სტუმრები მომღერლის იმ კაბებს დაათვალიერებენ, რომლებიც მომღერალს სხვადასხვა დაჯილდოებაზე, ვიდეორგოლსა თუ კონცერტზე ეცვა.

► რიანა და ლედი გაგა ალაბამაში აბორტის აკრძალვას აპროტესტებენ

► როგორ შეარჩია Lady Gaga-მ ფსევდონიმი

► ნახეთ: ლედი გაგამ ჰოლივუდში ფრენკ სინატრას ჰიტები შეასრულა

Lady Gaga is bringing Haus history to Park MGM! #HausOfGagaLV is an evolving space that will transport visitors through the history and vision of the Haus Of Gaga, featuring exclusive merch and memorabilia curated by Nicola Formichetti. Opens tomorrow at 12PM PT. #GagaVegas

Posted by Lady Gaga on Wednesday, 29 May 2019

 

აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან გაგა Park MGM-ის რეზიდენტია და პროექტ Enigma-ს ფარგლებში კონცერტებს მართავს.

9 გრემის მფლობელმა Lady Gaga-მ კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა, რომელიც 2009 წელს ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 2016 წელს მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. წელს კი მუსიკოსმა ოსკარის ჯილდოს მოპოვებაც შეძლო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული