Thumbnail

მაისი: აუცილებლად მოსასმენი 10 კომპოზიცია

გთავაზობთ 2019 წლის მაისში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას:

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. The National - Rylan

ამერიკულმა ჯგუფმა The National ახალი სიმღერა Rylan გაავრცელა. კომპოზიცია კოლექტივის ალბომში I Am Easy to Find არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 17 მაისს ჩაეშვა.

9. The S.L.P. - Favourites ft. Little Simz 

ბრიტანული როკ ბენდის, Kasabian-ის გიტარისტმა, სერჯიო პიცორნომ და ჰიპ ჰოპ არტისტმა Little Simz კომპოზიცია Favourites და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელეს. სიმღერა პიცორნოს ახალი სოლო პროექტის The S.L.P. სადებიუტო ალბომში იქნება წარმოდგენილი.

8. Logic - Homicide ft. Eminem

ჰიპ ჰოპ არტისტმა რობერტ ბრაისონ ჰოლმა, ფსევდონიმით Logic, ახალი კომპოზიცია Homicide გამოაქვეყნა. ჩანაწერში ლეგენდარული დეტროიტელი რეპერი, ემინემი მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი კი 6ix გახლავთ.

7. Sexy Bicycle - Gardenias 

ბარსელონაში მოღვაწე ქართველმა არტისტმა, ნიკა ელიამ, ფსევდონიმით Sexy Bicycle, ახალი სიმღერა Gardenias და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია მუსიკოსის რიგით მესამე ალბომში Saint შევიდა, რომელიც 15 მაისს გამოიცა. 

6. YG - Go Loko ft. Tyga, Jon Z

ჰიპ ჰოპ არტისტმა, კინონ რეი ჯექსონმა, სასცენო სახელით YG, ახალი კომპოზიცია Go Loko გამოუშვა. ჩანაწერში მისი კოლეგები Tyga და Jon Z მონაწილეობენ. ნამუშევრის პროდიუსერი კი ცნობილი მუსიკოსი Mustard გახლავთ. 

5. Rosalía - Aute Cuture

ესპანელმა პოპვარსკვლავმა როზალიამ ახალი სინგლი Aute Cuture და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. მუსიკალურ ვიდეოზე რეჟისორების ცნობილმა დუეტმა, Bradley & Pablo-მ იმუშავა.

4. Jarv Is... - Must I Evolve?

ლეგენდარული ბრიტპოპ კოლექტივის, Pulp-ის ყოფილმა ფრონტმენმა, ჯარვის კოკერმა ახალი პროექტის Jarv Is... ფარგლებში სადებიუტო კომპოზიცია Must I Evolve? გაავრცელა.

3. Freddie Gibbs & Madlib - Crime Pays

ლეგენდარული კალიფორნიელი პროდიუსერის, Madlib-ისა და ინდიანელი რეპერის, Freddie Gibbs-ის დუეტმა MadGibbs ახალი კომპოზიცია Crime Pays და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. 

2. Burial - Claustro 

ლონდონელი ელექტრონული არტისტი Burial თაყვანისმცემლებს ახალი კომპოზიციით Claustro დაუბრუნდა. ტრეკის პრემიერა BBC 6-ის ეთერში, მერი ენ ჰობსის შოუში შედგა. ნამუშევარი მუსიკოსის მომავალ EP-ში შევა, რომელიც გაყიდვაში 14 ივნისს ჩაეშვება. 

1. Tyler, The Creator - Gone, Gone / Thank You

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტაილერ გრეგორი ოკონმა, ფსევდონიმით Tyler, The Creator, 17 მაისს ახალი ალბომი IGOR გამოაქვეყნა. Gone, Gone / Thank You სტუდიური ჩანაწერის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიცია გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული