Thumbnail

მაისი: 10 ქართული კომპოზიცია

popmusic-ის ყოველთვიურ რუბრიკაში ქართველი მუსიკოსების მიერ მაისში გამოშვებულ ათ ყველაზე საინტერესო კომპოზიციას გთავაზობთ.

10. MamaFlex - Yoga Yoga

ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა ჰიპ ჰოპ არტისტმა MamaFlex ახალი კომპოზიცია Yoga Yoga და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ტრეკის ინსტრუმენტალის ავტორი Pistola გახლავთ.

9. Hamatsuki - tst06

ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე არტისტმა მამუკა ცხადაიამ, სასცენო სახელით Hamatsuki, ახალი კომპოზიცია tst06 გამოაქვეყნა. 

8. Melqo - Made up მენ

დავით მანჩხაშვილმა, სასცენო სახელით Melqo, ახალი სიმღერა "Made up მენ" და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გაავრცელა. 

7. sTia - Run Run

ელექტრონულმა არტისტმა ნათია სართანიამ, სასცენო სახელით sTia, კომპოზიცია Run Run და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. 

6. HIKARI - ალაგ-ალაგ

ლეიბლ LTFR-ის წევრმა გიორგი კვეზერელმა, ფსევდონიმით HIKARI, ახალი კომპოზიცია "ალაგ-ალაგ" გამოაქვეყნა. ჩანაწერის პროდიუსერი SABANADZE გახლავთ.

5. Sophia Saze - Salome

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველმა პროდიუსერმა, Sophia Saze-მა ახალი ტრეკი Salome გაავრცელა. კომპოზიცია არტისტის სადებიუტო ალბომში Self იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2019 წლის ივნისში გამოიცემა.

4. Lua - Beautiful Start of Something Beautiful

ქეთათო ნერგაძემ, ფსევდონიმით Lua, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "აკუსტიკა" ახალი სიმღერა Beautiful Start of Something Beautiful შეასრულა. არტისტს აკომპანემენტს სიმებიანი კვარტეტი JustQuartet უწევდა.

3. Vodka Vtraiom - სამშობლო

ქართულმა პანკ ჯგუფმა Vodka Vtraiom ახალი სიმღერა "სამშობლო" გაავრცელა. 2004 წელს დაარსებული კოლექტივის შემადგენლობაში ლევან მანაგაძე, დათო ცომაია, შოთა მამულაშვილი, ალექს ჩაჩავა და საბა ვაშაყმაძე შედიან

2. Four Dimensional Monster Lobsters - Popcorn Popper

ჯგუფმა Four Dimensional Monster Lobsters ახალი სიმღერა Popcorn Popper გაავრცელა. 2018 წელს შექმნილი ფსიქოდელიური სინთპოპ კოლექტივი ოთხი წევრისგან შედგება: ბექა თევდორაშვილი, კოკო ანთელავა, სანდრო ფაილოძე და თორნიკე ჭავჭანიძე.

1. Sexy Bicycle - Gardenias

ბარსელონაში მოღვაწე ქართველმა არტისტმა, ნიკა ელიამ, ფსევდონიმით Sexy Bicycle, ახალი სიმღერა Gardenias და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია მუსიკოსის რიგით მესამე ალბომში Saint არის წარმოდგენილი, რომელიც 15 მაისს გამოიცა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული