Thumbnail

ლეგენდარული კალიფორნიელი პროდიუსერის, ოტის ჯექსონის, ფსევდონიმით Madlib და ინდიანელი რეპერის, ფრედრიკ ტიპტონის, სასცენო სახელით Freddie Gibbs, დუეტმა MadGibbs ახალი კომპოზიცია Crime Pays და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. მადლიბმა ჩანაწერში ჯაზ შემსრულებლის, Walt Barr-ის ნამუშევრის Free Spirits სემპლი გამოიყენა. ტრეკი გაერთიანების მომავალი ალბომის Bandana სინგლია.

► მოუსმინეთ: Freddie Gibbs & Madlib - Flat Tummy Tea 

► მოუსმინეთ: Freddie Gibbs & Madlib - Bandana 

► მოუსმინეთ: Freddie Gibbs და Madlib ახალი ალბომიდან Bandana ნაწყვეტს ავრცელებენ 

ჰიპ ჰოპ დუეტის რიგით მეორე ერთობლივი ჩანაწერი Bandana გაყიდვაში 28 ივნისს ჩაეშვება. ფრედიმ სტუდიური ნამუშევრის გარეკანი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

View this post on Instagram

🦓🦓

A post shared by Kane (@freddiegibbs) on

ჰიპ ჰოპ დუეტი MadGibbs 2011 წელს ჩამოყალიბდა. გაერთიანების შემოქმედება ოთხ EP-სა და 2014 წლის ალბომს Pinata აერთიანებს. სტუდიურმა ჩანაწერმა თავის დროზე კრიტიკოსებისა და მსმენელებისგან პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ ის 2010 წლის შემდეგ გამოსულ საუკეთესო ნამუშევრებს შორის დაასახელა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული