Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. KHIDI: Boy Harsher

5 ივნისი (ოთხშაბათი)

5 ივნისს "ხიდი" კლუბის 3 წლის იუბილესთან დაკავშირებით ამერიკულ დუეტს, Boy Harsher-ს უმასპინძლებს. პროექტის წევრები ჯეი მეთიუსი და გას მიულერი 2014 წლამდე Teen Dreamz-ის სახელით მოღვაწეობდნენ. არტისტების ბოლო სტუდიური ალბომი Careful თებერვალში გამოიცა. 

4. Mtkvarze: Project Pablo | Kraumur | Hatsvali | Gio Shengelia | Ash Scholem

7 ივნისი (პარასკევი)

პარასკევს კლუბი "მტკვარზე" მონრეალის ანდერგრაუნდ სცენის წარმომადგენელს, Project Pablo-ს მასპინძლობს. მასთან ერთად კლუბის მთავარ სცენას Kraumur და Hatsvali დაიკავებენ. პატარა ოთახში კი Gio Shengelia და Ash Scholem დაუკრავენ.

3. BASSIANI / HOROOM: Efdemin | JD J | Telephones | Vakho

7 ივნისი (პარასკევი)

პარასკევს კლუბი "ბასიანი" ბერლინელ დიჯეისა და პროდიუსერს, ლეიბლ Naif Records-ის დამფუძნებელ ფილიპ სოლმანს, იგივე Efdemin-ს მასპინძლობს. მასთან ერთად კლუბის მთავარ სცენას ქართველი არტისტი JD J დაიკავებს. "ჰორუმის" ოთახში კი მსმენელთა წინაშე Telephones და Vakho წარდგებიან.

2. DECODER: Giegling-ის 10 წლის იუბილე

7-8 ივნისი (პარასკევი-შაბათი)

საფესტივალო სერია Decoder ცნობილი გერმანული ლეიბლის, Giegling-ის 10 წლის იუბილეს უმასპინძლებს. 4-დან 8 ივნისის ჩათვლით კუს ტბაზე, კაფე "ცისკარში" სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები მოეწყობა. პარასკევს და შაბათს კი მუსიკის მოყვარულთა წინაშე Birds & TapesDJ Dustin, EdwardKonstantin და სხვა არტისტები წარდგებიან

1. პანკ ჯგუფი "პანიკა" Backstage-ში

8 ივნისი (შაბათი)

შაბათს Backstage76-ში კონცერტს ქართული პანკ როკ ჯგუფი "პანიკა" გამართავს. კოლექტივმა სადებიუტო ალბომი "შეტევა" მიმდინარე წლის აპრილში გამოუშვა. ბენდში ამჟამად ოთხი წევრია: კოკო ანთელავა, თენგო ნოზაძე, ნიკა ნატროშვილი და თორნიკე ჭავჭანიძე.

კომენტარები

ბოლოს დამატებული