Thumbnail

16 წლის ჰიპ ჰოპ არტისტმა, Bhad Bhabie-მ ორი ახალი კომპოზიცია Spaz და Lotta Dem გაავრცელა. პირველ მათგანში ახალგაზრდა რეპერი YBN Nahmir მონაწილეობს.

► მოუსმინეთ: Bhad Bhabie - Bestie Ft. Megan Thee Stallion

დანიელა ბრეგოლიმ, ფსევდონიმით Bhad Bhabie, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2016 წელს დაიწყო. 2017 წელს მან პირველი სინგლი These Heaux გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ასეულში მოხვდა. ამ შედეგით დანიელა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ქალი რეპერი გახდა, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია. 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო მიქსტეიპი "15" გამოსცა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული