Thumbnail

ნახეთ: R.O x Konoba-მ საქართველოში მოგზაურობის კადრები გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბელგიელმა მუსიკოსებმა, R.O-მ და Konoba-მ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობის კადრები გაავრცელეს. ბიჭებმა 2018 წლის ოქტომბერში ქუთაისი, ბათუმი, სვანეთი, ზუგდიდი და სხვა ქალაქები მოინახულეს.

► მოუსმინეთ: R.O x Konoba-მ ახალი ალბომი "10" გამოუშვა

► 31 მაისს თბილისში R.O x Konoba-ს კონცერტი გაიმართება

"მოგზაურობის თითოეული წამით ვისიამოვნეთ. აღფრთოვანებულები ვართ საქართველოს სილამაზით. იქ არაჩვეულებრივი ხალხი, კარგი სამზარეულო და სასმელებია. ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია", - დაწერეს არტისტებმა ფეისბუქის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 31 მაისს დუეტი თბილისში, "სფეისჰოლში" კონცერტს გამართავს.

"კონობა" მუსიკოს რაფაელ ესთერჰეიზის პროექტია, რომლის შემოქმედებაც ძირითადად არტისტ ოლივიე რუჯისთან, სასცენო სახელით R.O, ჩაწერილ კომპოზიციებს მოიცავს. დუეტს სამი EP და ოთხი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. განსაკუთრებული წარმატება მუსიკოსებს სიმღერამ On Our Knees მოუტანა. R.O x Konoba-მ თბილისში უკვე სამჯერ გამართა კონცერტი. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული