Thumbnail

ნახეთ: Ty Dolla Sign და J. Cole კლიპს Purple Emoji ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარულმა არენბი შემსრულებელმა, ტაირონ უილიამსმა, ფსევდონიმით Ty Dolla Sign, ახალგავრცელებულ კომპოზიციაზე Purple Emoji გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. კალიფორნიელი მუსიკოსის ჩანაწერში ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტი J. Cole მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერები T-Minus და MXXWLL არიან. ნამუშევარი თაი დოლა საინის მომავალი ალბომის $ex $ymbol სინგლია.

► Ty Dolla Sign: ქანიესთან ერთად ახალ ალბომზე მუშაობა თითქმის დავასრულე 

► ნახეთ: J. Cole ვიდეორგოლს Middle Child ავრცელებს 

ტაირონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Free TC 2015 წლის ნოემბერში ჩაეშვა გაყიდვაში. ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი კი Blase გახლავთ, რომელშიც ატლანტელი მუსიკოსი Future და ჰიპ ჰოპ დუეტი Rae Sremmurd მონაწილეობენ.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული