Thumbnail

ნახეთ: Cardi B-მ ათი თვის შვილს $80,000 ღირებულების სამკაულები უყიდა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქარდი ბიმ თავის 10 თვის გოგონას, ქალჩერს 80,000 აშშ დოლარის ღირებულების სამკაულები უყიდა. მუსიკოსმა ინსტაგრამზე ვიდეო ატვირთა, რომელშიც ბავშვს ბრილიანტის სამაჯური უკეთია.

► Cardi B-იმ პლასტიკური ოპერაციების გამო კონცერტები გააუქმა

► ნახეთ: DJ Khaled, Cardi B და 21 Savage ვიდეორგოლს Wish Wish აქვეყნებენ

► ფოტოგალერეა: Cardi B-იმ ტანსაცმლის ვეგანური კოლექცია გამოუშვა

"თუ მე მაქვს ძვირადღირებული სამკაულები, მაშინ ჩემს შვილსაც უნდა ჰქონდეს ისინი", - ამბობს ქარდი.

რეპერმა სოციალურ ქსელში სქრინშოთიც ატვირთა, რომელშიც ქალჩერისთვის შეძენილი სამკაულები ჩანს. მოგვიანებით ქარდიმ პოსტი წაშალა. 

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსს გოგონა ჰიპ ჰოპ გაერთიანება Migos-ის წევრ Offset-თან შარშან შეეძინა.

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული