Thumbnail

ნახეთ: Rammstein-მა კომპოზიციაზე Ausländer კლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარულმა გერმანულმა ინდასტრიალ მეტალ კოლექტივმა Rammstein კომპოზიციაზე Ausländer გადაღებული ვიდეო გაავრცელა. სიმღერა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე, რიგით მეშვიდე სტუდიურ ალბომში შედის, რომელიც მუსიკოსებმა ათწლიანი პაუზის შემდეგ, 17 მაისს გამოუშვეს.

► მოუსმინეთ: Rammstein-მა ამავე სახელწოდების ახალი ალბომი გაავრცელა

► ნახეთ: Rammstein-მა ახალი კლიპი Radio გაავრცელა

Rammstein ბერლინში 1994 წელს ჩამოყალიბდა, 1995 წელს კი მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Herzeleid გაავრცელეს. ჯგუფის კონცერტები განსაკუთრებული ვიზუალური ეფექტებით გამოირჩევა. მათი შემოქმედება ძირითადად გერმანულენოვანი ტექსტებით ხასიათდება, თუმცა, ბენდს სიმღერები ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და რუსულ ენებზეც აქვს შესრულებული. კოლექტივის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია Du Hast, Ich Will, Sonne და Amerika.

კომენტარები

ბოლოს დამატებული