Thumbnail

ნახეთ: Megadeth-ის ფრონტმენმა კალიფორნიაში მდებარე სახლი $2 მილიონად გაყიდა

ამერიკული ჰევი მეტალ ბენდის, Megadeth-ის ვოკალისტმა და გიტარისტმა, დეივ მასტეინმა კალიფორნიის შტატში, სან დიეგოს ოლქში მდებარე კარ-მიდამო 2 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა.

არტისტის სახლი, რომელიც დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრს მოიცავს, 4 საძინებელს, ამდენივე სააბაზანოს, სამზარეულოსა და სხვა ოთახებს აერთიანებს. ეზოში ასევე პულჰაუსია განთავსებული, რომელსაც არტისტი ხმის ჩამწერ სტუდიად იყენებდა. იქვეა გესთჰაუსი, რომელსაც თავისი სავარჯიშო დარბაზი აქვს. მასტეინის კარ-მიდამო ჯამში 40,400 კვ.მ-ია.

მუსიკოსმა უძრავი ქონება 2012 წელს შეიძინა. მისი გაყიდვა თავდაპირველად 2015 წელს 5,4 მილიონ დოლარად სცადა, თუმცა, ვერ მოახერხა.

დეივ მასტეინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1978 წელს დაიწყო. 1982 წელს გიტარისტი ახლად შექმნილ Metallica-ს შეუერთდა, თუმცა, 1 წლის შემდეგ მუსიკოსი ჯგუფიდან ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების გამო გააგდეს. ამის შემდეგ მან საკუთარი ბენდი Megadeth ჩამოაყალიბა. გრემის მფლობელ არტისტს კოლექტივთან ერთად 15 ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული