Thumbnail

ფოტოგალერეა: სელინ დიონის 10 არაორდინარული ჩაცმულობა

5 გრემის მფლობელი კანადელი პოპვარსკვლავი სელინ დიონი 250 მილიონი გაყიდული ალბომით ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან არტისტად ითვლება. ცნობილი ფაქტია, რომ მუსიკოსს მოდა განსაკუთრებულად უყვარს და ძვირადღირებულ სამოსში ფულის ხარჯვა არ ენანება.

► ნახეთ: სელინ დიონმა და ჯეიმს კორდენმა ტიტანიკის ცნობილი სცენა გააცოცხლეს

► ნახეთ: სელინ დიონი ჟურნალ Elle-ის ფოტოსესიაში

► ნახეთ: სელინ დიონი L'Oréal-ის ახალ რეკლამაში ჰიტზე Respect ცეკვავს

დაჯილდოებებზე, მოდის კვირეულებსა და წვეულებებზე სელინის გამოჩენას კრიტიკოსები და ჟურნალისტები მუდმივად ელიან. ხშირ შემთხვევაში მომღერალი მათ მოლოდინს ამართლებს, თუმცა, ზოგჯერ არტისტის მცდელობა, იდეალურად გამოიყურებოდეს, წარუმატებლად სრულდება. ამის მიუხედავად, მუსიკოსი არაორდინარული სამოსის მორგებას არ ერიდება.

2019 წელი

სელინი მიმდინარე წელს პარიზს მოდის კვირეულზე დასასწრებად ესტუმრა. 50 წლის მუსიკოსი ფოტოგრაფების წინაშე Maison Margiela-ს სამოსში გამოწყობილი წარდგა. 

2017 წელი

სელინი პარიზის მოდის კვირეულს ხშირად სტუმრობს. გამონაკლისი არც 2017 წელი ყოფილა. პაპარაცებმა Balmain-ის სამოსში გამოწყობილი მუსიკოსი ერთ-ერთი სასტუმროდან გამოსვლისას გადაიღეს.

2019 წელი

"მეთ გალაზე" მუსიკოსმა Oscar de la Renta-ს კაბა და თავსამკაული მოირგო.

2019 წელი

იმის მიუხედავად, რომ არტისტს Celine ეცვა, საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მაინც დაიმსახურა. 

2016 წელი

Ralph & Russo-ს არაორდინარული სამოსის დამსახურებით, სელინმა 2016 წელს არაერთი მოდის კრიტიკოსის გულის მოგება შეძლო. 

2017 წელი

პარიზში ჩასულმა არტისტმა 2017 წელს თავი Balmain-ის გოთიკური სტილის კაბით მოიწონა. 

2019 წელი

მოდის კრიტიკოსებმა სელინს Oscar de la Renta-ს კაბა დაუწუნეს. 

1999 წელი

ოსკარების დაჯილდოებისთვის მუსიკოსმა Yves Saint Laurent-ის ტანსაცმელი მოირგო. მისმა ორიგინალურმა ჩაცმულობამ კრიტიკოსების დიდი ყურადღება დაიმსახურა. 

2019 წელი

კანადელმა მუსიკოსმა წლევანდელ პარიზის მოდის კვირეულზე თავი კრიტიკოსებს ცუდი ჩაცმულობით დაამახსოვრა.

2018 წელი

პოპვარსკვლავმა ტაიბეიში სტუმრობისას Isabel Marant-ის სპორტული ტანსაცმელი მოირგო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული