Thumbnail

15 ვარსკვლავი, რომელიც კარიერის დასაწყისში სხვა არტისტის კლიპში გამოჩნდა

ანკა მებონია პროფილის ფოტო
ანკა მებონია

ვარსკვლავად არავინ იბადება (თუ, რა თქმა უნდა, ჯეი ზისა და ბიონსეს შვილებზე არაა საუბარი) და წარმატებისკენ მიმავალი გზა ხანდახან სხვა არტისტების კლიპებზეც გადის.

შეიძლება, არც გახსოვდეთ, მაგრამ ეს ვარსკვლავები მუსიკალურ ვიდეორგოლებში გყავთ ნანახი მანამ, სანამ მათ მთელი მსოფლიო გაიცნობდა.

15. ჯენიფერ ლოპესი ჯენეტ ჯექსონის კლიპში

ჯენეტ ჯექსონის 1993 წლის ვიდეოში That's the Way Love Goes უკანა ფონზე ახალგაზრდა ჯენიფერ ლოპესი ცეკვავს. 

14. ქარდი ბი N.O.R.E.-ის კლიპში

ამ ვიდეოში ახალგაზრდა ქარდი ბის რეპერ ფუშა თისთან ერთად ნახავთ. გავა სულ რაღაც ექვსი წელი და სტრიპტიზის ყოფილი მოცეკვავის ჩანაწერი Invasion of Privacy წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის ნომინაციაში გრემისთვის ბრძოლაში, სხვებთან ერთად, სწორედ ფუშას Daytona-ს დაამარცხებს. 

13. ლივ ტაილერი Aerosmith-ის კლიპში

ახალგაზრდა ლივ ტაილერი მამამისის ჯგუფის ვიდეოში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნეპოტიზმზე ხმის ამოსაღებად ენა ვერავის მოუბრუნდება. 

12. ელაიჯა ვუდი The Cranberries-ის კლიპში

"ბეჭდების მბრძანებლის" ტრილოგიის პირველი ფილმი 2001 წელს გამოვიდა. ექვსი წლით ადრე კი ელაიჯა ვუდმა სწორედ ამ ირლანდიური ჯგუფის ვიდეორგოლში შესრულებული როლით დაგვამახსოვრა თავი. 

11. ოფსეთი უიტნი ჰიუსტონის კლიპში

უიტნი ჰიუსტონის ამ ვიდეოში პოპულარული ჰიპ ჰოპ გაერთიანების, Migos-ის წევრს, კიარი კენდრელ ქეფასს, იგივე Offset-ს იხილავთ. ის აქ სულ რაღაც 11 წლისაა. 

9. კეშა კეტი პერის კლიპში

2008 წელს, როცა კეტი პერიმ გოგოს აკოცა, კეშაც იქ იყო. 

8. ჩენინგ ტატუმი რიკი მარტინის კლიპში

სანამ მსახიობი გახდებოდა, ჩენინგ ტატუმი პროფესიონალი მოცეკვავე იყო. რიკი მარტინის კლიპში She Bangs ბარს მიღმა სწორედ მას ხედავთ.  

7. კრისტინა ჰენდრიქსი Everclear-ის კლიპში

სანამ ჟღალთმიანი კრისტინა Mad Men-ში შესრულებული როლით მაყურებლის გულს მოინადირებდა, ის 1997 წელს გამოსულ კლიპში გამოჩნდა შთამაგონებელი წარწერით ხელში.

6. კორტნი კოქსი ბრიუს სპრინგსტინის კლიპში

ბრიუს სპრინგსტინის კლიპში Dancing in the Dark სცენაზე სწორედ სერიალ Friends-ის მომავალი ვარსკვლავი, კორტნი კოქსი ცეკვავს. 

5. ჯოშ დუჰამელი კრისტინა აგილერას კლიპში

კრისტინა აგილერას 1999 წლის ვიდეოში Genie in the Bottle სულ რამდენიმე წამით მსახიობი ჯოშ დუჰამელი გამოჩნდა.  

4. ჯერემი რენერი ფინქის კლიპში

2003 წელს გადაღებულ კლიპში ჯერემი რენერი (ამჟამად შურისმაძიებელი და "მარველის" სამყაროს საპატიო წევრი) ბოროტი შერიფის როლს ასრულებს.

3. მეთ ლე ბლანკი ჯონ ბონ ჯოვის კლიპში

დიახ, არ გეშლებათ, ეს ჯოუი ტრიბიანია, თეთრი მაისურითა და ახალგაზრდული შემართებით. 

2. მეთიუ მაკკონაჰი ტრიშა იერვუდის კლიპში

ახალგაზრდა მაკკონაჰი 1992 წელს გადაღებულ კლიპში ბანკის მძარცველს განასახიერებს, რომელსაც თინეიჯერი შეყვარებული ჰყავს. 

1. ანჯელინა ჯოლი The Rolling Stones-ის კლიპში

კორსეტში გამოწყობილი, თავგადაპარსული ანჯელინა ჯოლი ამ მუსიკალურ ვიდეოში თვით ლეგენდარულ "როლინგ სთოუნზსაც" კი ჩრდილავს. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული