Thumbnail
ფოტო: popmusic

ნახეთ: Tbilisi Newcomers 2019-ის გამარჯვებული 4D Monster Lobsters გახდა

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

26 მაისს თბილისში ყოველწლიური მუსიკალური კონკურსის, Tbilisi Newcomers-ის ფინალური კონცერტი გაიმართა. Altervision Group-ისა და პლატფორმა "სარდაფის" მიერ ორგანიზებული ღონისძიების დასკვნით ეტაპზე მსმენელთა წინაშე 12 ქართული პროექტი წარდგა. 

ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის გამარჯვებული Four Dimensional Monster Lobsters გახდა. ბექა თევდორაშვილის (ვოკალი), სანდრო ფაილოძის (ბას გიტარა), კოკო ანთელავასა (გიტარა) და თოკო ჭავჭანიძის (დრამი) ფსიქოდელიური სინთპოპ კოლექტივი 21 ივნისს Tbilisi Open Air 2019-ის მთავარ სცენაზე დაუკრავს. 

► ნახეთ: ჯგუფმა Four Dimensional Monster Lobsters კონცერტი გამართა

Tbilisi Newcomers 2019-ის გამარჯვებული 4D Monster Lobsters გახდა

🎶 Newcomers Tbilisi 2019-ის გამარჯვებული Four Dimensional Monster Lobsters გახდა. ჯგუფი 21 ივნისსTbilisi Open Air 2019-ის მთავარ სცენაზე დაუკრავს. 👇 მათთან ერთად ფესტივალზე Forest Rain, Enforcement, Explorer's Vibe, თორნიკე გაგოშვილი და BEQA წარდგებიან.

Posted by popmusic on Tuesday, May 28, 2019

 

ფესტივალის Singer Stage-ზე მსმენელთა წინაშე ჯგუფი Forest Rain, სალომე კვირიკაშვილისა და ზურა ცინცაძის დუეტი Explorer's Vibe და თორნიკე გაგოშვილი წარდგებიან, Eye Stage-ზე კი ჯგუფი Enforcement და ბექა პაიკიძე, სასცენო სახელით BEQA, დაუკრავენ.

► ნახეთ: Tbilisi Open Air-ის სრული ლაინაფი

Tbilisi Newcomers 2019-ის სხვა ნომინაციების გამარჯვებულები გახდნენ: 

საუკეთესო ვოკალისტი: ლუკა ბერიძე (ჯგუფი Pitter J)
საუკეთესო გიტარისტი: გიორგი ანდღულაძე (ჯგუფი Forest Rain)
საუკეთესო ბასისტი: ლევან მიქაბერიძე (თორნიკე გაგოშვილის ბენდი)
საუკეთესო დრამერი: გიგი კობერიძე (On The Road)
საუკეთესო პიანისტი: ნიკა ჯანელიძე (Mush One-ის ბენდი)
საუკეთესო ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი: BEQA 

Tbilisi Newcomers 2009 წლიდან ტარდება. კონკურსში სხვადასხვა დროს ისეთმა ჯგუფებმა გაიმარჯვეს, როგორებიცაა: Killages, Bedford Falls, Kid Jesus და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული