Thumbnail

ნახეთ: რეპერი Trippie Redd დემნა გვასალიას მაისურში გამოწყობილი ცეკვავს

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამერიკელმა რეპერმა მაიკლ ლამარ უაითმა, ფსევდონიმით Trippie Redd, ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ცნობილი ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მაისურში გამოწყობილი ცეკვავს. 

სამოსი გვასალიას მიერ დაარსებული ბრენდის, Vetements-ის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდანაა, რომელიც დემნამ შარშან პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინა.

► ნახეთ: Lil Wayne დემნა გვასალიას ქურთუკში, რომელსაც "შოთა, ვაჟა, გალაკტიონი” აწერია

► პოპვარსკვლავები ქართველი დიზაინერების სამოსითა და აქსესუარებით

თრიფი რედმა მუსიკალური მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება ოთხ ოფიციალურ მიქსტეიპს, შვიდ EP-სა და 2018 წლის 10 აგვისტოს გავრცელებულ სადებიუტო ალბომს Life's a Trip აერთიანებს. შემსრულებლის პოპულარული კომპოზიციებია Poles1469, Love Scars, Dark Knight Dummo და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული