საკულტო ბრიტანული ჯგუფი The Beatles 1960 წელს შეიქმნა. მის დისკოგრაფიაში ყველა სხვა მუსიკალურ კოლექტივთან შედარებით უფრო მეტი პლატინისა და ოქროს სტატუსის მქონე ალბომი შედის. ბენდის სიმღერების საკუთარი ვერსიები ასობით ცნობილ არტისტს აქვს შესრულებული. მისი წევრები - ჯონ ლენონი, პოლ მაკკარტნი, ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი კი სიცოცხლეშივე იქცნენ ლეგენდად.
თუ გაინტერებთ, "ბითლზის" რომელი წევრი იქნებოდით, ეს ქვიზი სწორედ თქვენთვისაა. ინსტრუქცია მარტივია, უპასუხეთ კითხვებს და გაიგეთ, ვის ადგილს დაიკავებდით ლივერპულურ ოთხეულში.
The Beatles-ის რომელი სიმღერა გიყვარს უფრო მეტად?

რას დაარქმევდი შენს მუსიკალურ კოლექტივს?

ვის მიუძღვნიდი სიმღერას?

ტურნეში ყოფნისას, ვისთან ერთად დაბინავდებოდი სასტუმროში?

რომელი ორგანიზაციის დასაფინანსებლად გაიღებდი შეწირულობას??

შენი რომელი თვისება აღიზიანებს მეგობრებს?

რას დაარქმევდი შინაურ ცხოველს?

ვის როლს მოირგებდი კინოში?

რა არის შენი საყვარელი საჭმელი?

როგორ ატარებ თავისუფალ დროს?

ჯონ ლენონი

დიახ, სწორედ ჯონ ლენონია "ბითლზის" ის წევრი, რომელიც "შავი პანტერების" ორგანიზაციას აფინანსებდა, თავის ყოფილ გურუს ირონიული სიმღერა მიუძღვნა, ტურნეს დროს სასტუმროს ნომერს ჯორჯ ჰარისონთან იყოფდა, "ბეჭდების მბრძანებლის" ეკრანიზაციაში გოლუმის როლის შესრულებაზე ოცნებობდა, უყვარდა სხვებისთვის ჭკუის სწავლება, ჰყავდა კატა სახელად ელისი და თავისუფალ დროს თავს პურის გამოცხობითა და ტელევიზორის ყურებით ირთობდა.
პოლ მაკკარტნი

დიახ, სწორედ პოლ მაკკარტნია "ბითლზის" ის წევრი, რომელმაც დედას სიმღერა Let It Be მიუძღვნა, ტურნეში ყოფნის დროს სასტუმროს ნომერს რინგოსთან იყოფდა, ჰყავდა ნაგაზი სახელად მართა, შესრულებული აქვს ჯეკ ბეღურას ბიძის როლი ფილმში "კარიბის ზღვის მეკობრეები", მგზნებარედ იცავს ცხოველთა უფლებებს და თავისუფალ დროს ჩიტებზე დაკვირვებითა და მათი ხატვით ერთობა.
რინგო სტარი

დიახ, სწორედ რინგო სტარია "ბითლზის" ის წევრი, რომელმაც იმღერა Yellow Submarine, ტურნეს დროს სასტუმროს ნომერს პოლ მაკკარტნისთან იყოფდა, ჰყავდა ძაღლი სახელად თაიგერი, შეასრულა ჯადოქარი მერლინის როლი კინოსურათში "დრაკულას შვილი" და, მეგობრების თქმით, არ აქვს უარყოფითი თვისებები, რის გამოც ყველას ძალიან უყვარს.
ჯორჯ ჰარისონი

დიახ, სწორედ ჯორჯ ჰარისონია "ბითლზის" ის წევრი, რომელმაც დაწერა სიმღერა Here Comes the Sun, ტურნეს დროს სასტუმროს ნომერს ჯონ ლენონთან იყოფდა, უყვარდა ბევრი ლაპარაკი და სენდვიჩები, ჰყავდა იორკშირ ტერიერი სახელად უინსტონი, უკრავდა სუპერჯგუფში Traveling Wilburys და გატაცებული იყო ავტოსპორტით.
კომენტარები