Thumbnail

მოუსმინეთ: Kaiser Chiefs - Record Collection

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანული ინდი როკ ჯგუფი Kaiser Chiefs კომპოზიციას Record Collection ავრცელებს. სინგლი არტისტების ახალ, რიგით მეშვიდე ალბომში Duck შევა, რომელიც გაყიდვაში 26 ივლისს ჩაეშვება. ნამუშევარში სულ 11 სიმღერა იქნება თავმოყრილი.

Kaiser Chiefs ქალაქ ლიდსში 2000 წელს შეიქმნა. 2005 წელს კოლექტივმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Employment გაავრცელა. მუსიკოსებს განსაკუთრებული წარმატება 2007 წელს გამოცემულმა სინგლმა Ruby მოუტანა. კომპოზიციამ ბრიტანულ ჩარტში პირველი ადგილის დაკავება შეძლო.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული