Thumbnail

ბრიტანელი პოპვარსკვლავი ედ შირანი კომპოზიციას Cross Me ავრცელებს. სინგლი არტისტის ახალ ალბომში No.6 Collaborations Project იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 12 ივლისს ჩაეშვება. ჩანაწერში ჰიპ ჰოპ არტისტები ჯონათან ბენეტი, ფსევდონიმით Chance The Rapper და რაკიმ ალენი, იგივე PnB Rock მონაწილეობენ.

► ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა და ედ შირანმა სიმღერაზე I Don't Care კლიპი გადაიღეს

ედ შირანმა მუსიკალური მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მან 150 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის პრესტიჟული ჯილდო 4-ჯერ აქვს მოპოვებული. მისმა კომპოზიციამ Shape of You იუთუბზე 4 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული