Thumbnail

ფოტოგალერეა: ადელმა ბევერლი ჰილსზე მდებარე სახლი $10,65 მილიონად იყიდა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ინგლისელმა პოპვარსკვლავმა, ადელმა ლოს ანჯელესში, ბევერლი ჰილსზე მდებარე სახლი 10,65 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. 561 კვ.მ. ფართობის შენობაში 5 საძინებელი, 6 აბაზანა, სამზარეულო და ბიბლიოთეკაა განთავსებული.

► ფოტოგალერეა: კამილა კაბეიომ ჰოლივუდში სახლი $3,38 მილიონად იყიდა

► ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა ცოლს ბევერლი ჰილსზე 8,5-მილიონიანი სახლი უყიდა

► ნახეთ: Lady Gaga-ს $22,5 მილიონად შეფასებული სახლის ფოტოები

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი ბევერლი ჰილსზე კიდევ ერთი სახლის მფლობელია.

ადელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. 2013 წელს ფილმისთვის Skyfall დაწერილი კომპოზიციისთვის მას ოსკარისა და ოქროს გლობუსი ჯილდოები გადაეცა. 15 გრემის მფლობლ მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ჩანაწრი აქვს გაყიდული. არტისტს სულ სამი ალბომი აქვს გამოცემული, აქიდან ორმა, "21" და "25" ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. 2012-16 წლებში ჟურნალმა Time ის ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის დაასახელა. პოპვარსკვლავს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Rolling in the Deep, Someone Like You და Hello მოუტანა, სამივე კომპოზიციაზე გადაღებულმა კლიპებმა იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვები დააგროვეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული