Thumbnail

წარმოშობით სენეგალელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა ხადიმულ ფოლმა, სასცენო სახელით Sheck Wes, ახალი კომპოზიცია Sadio Mane (YNWA) გაავრცელა. მუსიკოსმა ჩანაწერი თანამემამულე სპორტსმენს, საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" თავდამსხმელ სადიო მანეს მიუძღვნა. ტრეკის პროდიუსერი YungLunchBox გახლავთ, რომელთანაც რეპერი კარიერის საწყისი ეტაპიდან თანამშრომლობს.

► ნახეთ: რეპერი Sheck Wes კომპოზიციის Wanted ვიდეორგოლს ავრცელებს 

► მოუსმინეთ: რეპერი Sheck Wes სადებიუტო ალბომს MUDBOY ავრცელებს 

► მოუსმინეთ: DJ Snake - Enzo Ft. Sheck Wes, Offset, 21 Savage & Gucci Mane 

შექ უესმა მუსიკალური კარიერა 2017 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ ამავე წლის კომპოზიციით Mo Bamba გაიცნო. არტისტი პოპულარული კოლეგის, ტრევის სკოტის მიერ დაარსებული ლეიბლის, Cactus Jack-ისა და ქანიე ვესთის G.O.O.D. Music-ის წევრია. 2018 წლის ოქტომბერში არტისტმა სადებიუტო ალბომი Mudboy გაავრცელა, რომელმაც მსმენელთა და კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა. შემსრულებლის თქმით, მისი შემოქმედების მთავარი ინსპირაცია მუსიკოსი Kid Cudi გახლავთ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული