Thumbnail

Cardi B-იმ პლასტიკური ოპერაციების გამო კონცერტები გააუქმა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა, ქარდი ბიმ პლასტიკური ოპერაციების შემდგომი გართულებების გამო მაისში გასამართი კონცერტები გააუქმა.

► ნახეთ: DJ Khaled, Cardi B და 21 Savage ვიდეორგოლს Wish Wish აქვეყნებენ

► ფოტოგალერეა: Cardi B-იმ ტანსაცმლის ვეგანური კოლექცია გამოუშვა

"ქარდის ძალიან უნდოდა მუშაობის გაგრძელება და აუცილებელი რეაბილიტაცია არ გაიარა. გადატვირთულმა გრაფიკმა კი მის სხეულს კვალი დაატყო. ექიმებმა მკაცრად მოსთხოვეს, რომ მაისში დაგეგმილი კონცერტები გადაედო", - განაცხადა არტისტის წარმომადგენელმა, პეტიენს ფოსტერმა.

როგორც ცნობილია, რეპერმა მშობიარობის შემდეგ ლიპოსაქცია და მკერდის კოსმეტიკური ოპერაცია გაიკეთა.

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული