Thumbnail

ნახეთ: მადონამ და Swae Lee-მ სიმღერაზე Crave კლიპი გადაიღეს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი, მადონა სიმღერაზე Crave გადაღებულ კლიპს ავრცელებს. კომპოზიცია ჰიპ ჰოპ არტისტ Swae Lee-სთან ერთადაა ჩაწერილი. ნამუშევარი პოპის დედოფლის რიგით მე-14 ალბომში Madame X შევა, რომელიც გაყიდვაში 14 ივნისს ჩაეშვება.

► ნახეთ: მადონამ ევროვიზიაზე ახალი სიმღერა Future და ჰიტი Like A Prayer შეასრულა

► მოუსმინეთ: Madonna - Future Feat. Quavo

► ნახეთ: Madonna ბრიტანული Vogue-ის ფოტოსესიაში

მადონა ლუიზა ჩიკონე, 300 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მუსიკოსია. 2004 წელს Rolling Stone-მა ის ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 36-ე პოზიციაზე დაასახელა. 7 გრემისა და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი შემსრულებელი თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება. 2015 წელს მადონამ ბოლო სტუდიური ნამუშევარი Rebel Heart გამოუშვა. ჩანაწერში შესული სიმღერა Bitch I'm Madonna ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული