Thumbnail

მოუსმინეთ: რიუიჩი საკამოტო სერიალ Black Mirror-ის ერთ-ერთი საუნდტრეკის ავტორია

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული იაპონელი კომპოზიტორის, რიუიჩი საკამოტოს მიერ შექმნილი კომპოზიცია სერიალ Black Mirror-ის ახალი სეზონის პირველი ეპიზოდის Smithereens ერთ-ერთი საუნდტრეკი იქნება.

► ნახეთ: Black Mirror-ის მეორე ეპიზოდის თრეილერი მაილი საირუსის მონაწილეობით

საკამოტოს ნამუშევარი სერიის საუნდტრეკების ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 7 ივნისს გამოიცემა. სატელევიზიო შოუს ახალი სეზონი 5 ივნისს დაიწყება.

საკამოტომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1975 წელს დაიწყო. ის ელექტრონული მუსიკის არაერთი ქვეჟანრის პიონერია. არტისტს ბაფტა, გრემისა და ოსკარის ჯილდოები, ასევე, ორი ოქროს გლობუსი აქვს მოპოვებული. ის არაერთი ანიმესა და ვიდეოთამაშის კომპოზიტორი და სცენარის ავტორია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული