Thumbnail

მუსიკოსებთან დაკავშირებული 5 უცნაური ნივთი, რომელიც აუქციონზე გაიტანეს

ანკა მებონია პროფილის ფოტო
ანკა მებონია

რამდენს გადაიხდით იმაში, რომ თქვენი საყვარელი მუსიკოსის ნაქონ ნივთს ფლობდეთ? იტყვით, ნივთს გააჩნიაო და მართალიც იქნებით, თუმცა, ყველა თქვენსავით ნამდვილად არ ფიქრობს. ზოგ შემთხვევაში, სასურველ შემსრულებელთან რაიმე ფორმით კონტაქტის სურვილმა ძალზე უცნაური რაღაცები შეიძლება, გაყიდინოთ.  

1. ბრიტნის სპირსის ორსულობის ტესტი ($ 5,001)

გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტნი სპირსი ქმართან ერთად ლოს ანჯელესის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდა, როდესაც ორსულობის შესახებ შეიტყო. სასტუმროს პერსონალმა ნაგვის ყუთში ნაპოვნი დადებითი ტესტი შეინახა და მოგვიანებით ერთ-ერთ კანადურ რადიოსადგურს მიყიდა, ამ უკანასკნელმა კი საქველმოქმედო აუქციონზე გაიტანა. ერთი ისაა, გარანტია, რომ ეს ტესტი ნამდვილად ბრიტნიმ გამოიყენა და არა ვინმე სხვამ, არ არსებობს. 

2. ჯონ ლენონის კბილი ($ 31,200)

სტომატოლოგიური კლინიკიდან დაბრუნებულმა ჯონ ლენონმა ეს კბილი თავის დიასახლისს, დოროთი ჯარლეთს აჩუქა. როგორც დოროთის შვილი იხსენებს, ეს მისი დისთვის განკუთვნილი სუვენირი იყო, რომელიც "ბითლზის" დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ. ლენონის საჩუქარი ოჯახში სათუთად ინახებოდა, შემდეგ კი აუქციონზე მოხვდა და ახალი პატრონი, კანადელი დანტისტი შეიძინა. 

3. მაიკლ ჯექსონის ხელთათმანი ($ 350,000)

სწორედ ეს ხელთათმანი ეცვა მარცხენა ხელზე მაიკლ ჯექსონს, როდესაც 1983 წელს Motown Records-ის იუბილესადმი მიძღვნილი სატელევიზიო შოუს გადაღებისას, თავისი ჰიტის Billie Jean სიმღერის დროს, პირველად შეასრულა ლეგენდარული საცეკვაო მოძრაობა Moonwalk. აუქციონზე მბრწყინავი აქსესუარის საწყისი ფასი 10 ათასი აშშ დოლარი იყო, თუმცა, საბოლოოდ ის ჰონგკონგელმა ბიზნესმენმა 350 ათასად შეიძინა.

4. ჰაერი ქანიე ვესთის კონცერტიდან ($ 60,100)

მოდით, შევთანხმდეთ, რომ ამაზე აბსურდული ლოტის შესახებ არასდროს გსმენიათ. ქანიე ვესთის მიერ 2013 წელს გამოცემული ალბომის, Yeezus-ის მხარდამჭერი ტურნეს ერთ-ერთ კონცერტზე შეგროვებული ჰაერის საწყისი ფასი ინტერნეტ აუქციონზე 5 დოლარი იყო, თუმცა, სულ რამდენიმე დღეში მისი ღირებულება რამდენჯერმე გაიზარდა და 60 ათასს აშშ დოლარს გადააჭარბა. 

5. ელვის პრესლის საცვალი (£ 5,000)

ეს ის ტრუსია, რომელშიც ელვისი 1977 წლის კონცერტის დროს იყო გამოწყობილი. აუქციონის ორგანიზატორები იმედოვნებდნენ, რომ მის გაყიდვას 10 ათას გირვანქა სტერლინგად მოახერხებდნენ, თუმცა, ლოტის საწყისი ფასის, 5 ათასის გამოცხადების შემდეგ, როკ-ენ-როლის მეფის საცვლის ყიდვის მსურველი არავინ აღმოჩნდა. როგორც ჩანს, მისი თაყვანისმცემლები ლაქამ დააფრთხო. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული