Thumbnail

ნახეთ: Papa Roach-მა The Prodigy-ს ჰიტი Firestarter შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკულმა ჯგუფმა Papa Roach ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსში ჩატარებულ მუსიკალურ ფესტივალზე Sonic Temple პოპულარული ბრიტანული ელექტრონული ბენდის, The Prodigy-ს ჰიტის Firestarter ქავერ ვერსია შეასრულა.

► ექსპერტიზამ The Prodigy-ის ვოკალისტის, კით ფლინტის სიკვდილის მიზეზი დაასახელა

არტისტებმა ტრეკი "ფროდიჯის" გარდაცვლილ ფრონტმენს, კით ფლინტს მიუძღვნეს. 49 წლის მუსიკოსმა 4 მარტს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

Papa Roach კალიფორნიაში 1993 წელს ჩამოყალიბდა. 1997 წელს კოლექტივმა სადებიუტო ალბომი Old Friends from Young Years გამოსცა. ჯგუფს ამ დრომდე 10 სტუდიური ჩანაწერი აქვს გავრცელებული. მათ შორის უკანასკნელი Who Do You Trust? მუსიკოსებმა მიმდინარე წლის 18 იანვარს გაავრცელეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული