Thumbnail

ნახეთ: სელინ დიონმა და ჯეიმს კორდენმა ტიტანიკის ცნობილი სცენა გააცოცხლეს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

კანადელი პოპვარსკვლავი, სელინ დიონი ჯეიმს კორდენის შოუს რუბრიკას Carpool Karaoke სტუმრობდა. მუსიკოსმა წამყვანთან ერთად ლას ვეგასში ჯეიმს კამერონის საკულტო ფილმის "ტიტანიკის" ცნობილი სცენა გააცოცხლეს. კომიკოსმა და არტისტმა სურათის საუნდტრეკი My Heart Will Go On ერთად იმღერეს.

► ნახეთ: სელინ დიონი ჟურნალ Elle-ის ფოტოსესიაში

► ნახეთ: სელინ დიონი L'Oréal-ის ახალ რეკლამაში ჰიტზე Respect ცეკვავს

► Celine Dion: ასე მშვენივრად და ძლიერად თავი არასდროს მიგრძვნია

My Heart Will Go On სელინის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნამუშევრად ითვლება. 1997 წელს სიმღერა მსოფლიო ჩარტების ლიდერი გახდა. კომპოზიციას საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში ოსკარი გადაეცა.

სელინ დიონმა კარიერა 1980 წელს დაიწყო. 5 გრემის მფლობელი შემსრულებელი 250 მილიონი გაყიდული ალბომით ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან არტისტად ითვლება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული