Thumbnail

21 Savage: Jay-Z ყველა დროის საუკეთესო რეპერია

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ატლანტელი რეპერი 21 Savage ყველა დროის საუკეთესო ჰიპ ჰოპ არტისტად ლეგენდარულ ნიუ იორკელ მუსიკოსს, Jay-Z-ის მიიჩნევს. ამის შესახებ ახალგაზრდა შემსრულებელმა ტვიტერზე დაწერა.

► ნახეთ: 21 Savage ახალ ვიდეორგოლს Ball w/o You ავრცელებს 

► ნახეთ: DJ Khaled, Cardi B და 21 Savage ვიდეორგოლს Wish Wish აქვეყნებენ 

► ნახეთ: JAY-Z კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია 

"ჯეი ზი ყველა დროის საუკეთესო რეპერია. ამაზე კამათიც არ შეიძლება", - დაწერა სევიჯმა.

იმის მიუხედავად, რომ სევიჯი ვეტერანი კოლეგის დიდი თაყვანისმცემელია, მასთან დღემდე არ უთანამშრომლია. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ საემიგრაციო სამსახურის მიერ დაკავებულ ახალგაზრდა არტისტს, ადვოკატი სწორედ ჯეი ზიმ დაუქირავა. სწორედ ამის შემდეგ სევიჯი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სევიჯმა მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. შემსრულებლის დისკოგრაფია კოლაბორაციულ ალბომს, ორ სტუდიურ ჩანაწერს, ამდენივე მიქსტეიპსა და EP-ის აერთიანებს. მათგან მსმენელისა და კრიტიკოსების განსაკუთრებული მოწონება ნამუშევრებმა Issa Album და Savage Mode დაიმსახურეს. ამ უკანასკნელზე სევიჯმა ახალი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ პროდიუსერთან, Metro Boomin-თან ითანამშრომლა. რეპერს წარმატება მისი მონაწილეობით შექმნილმა ჰიტმა Rockstar მოუტანა. ტრეკი ბილბორდის მუსიკალური ჩარტის პირველ პოზიციას 8 კვირის განმავლობაში არ თმობდა. სტრიმინგ პლატფორმის Spotify სათავეში კი კომპოზიციამ 108 დღე დაჰყო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. რეპერმა თაყვანისმცემლებს თავი რეჩიტატივის კითხვის სახასიათო მანერით დაამახსოვრა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული