Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. Soundwave: Eko & Vinda Folio​

30 მაისი (ხუთშაბათი)

ხუთშაბათს "ფაბრიკა" Soundwave-ის მორიგ სესიას უმასპინძლებს. მსმენელთა წინაშე ანდერგრაუნდ სცენის წარმომადგენლები ერეკლე დეისაძე და თემო ეზუგბაია პროექტით Eko & Vinda Folio წარდგებიან. ღონისძიებაზე ასევე მუსიკოსების ახალი ალბომის "თერაპია" პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც გაყიდვაში სექტემბერში გამოვა. 

4. "ქეთო და კოტე" თბილისის ოპერაში

31 მაისი (პარასკევი)

31 მაისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვიქტორ დოლიძის "ქეთო და კოტეს" იხილავთ. სამმოქმედებიანი სპექტაკლის რეჟისორი ვანო ხუციშვილია, დირიჟორი რევაზ ტაკიძე, მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, ქორეოგრაფი კი ილიკო სუხიშვილი. ღონისძიებაზე დასწრება მსურველებს 2 ივნისსაც შეეძლებათ.

3. BASSIANI / HOROOM: Jonas Kopp | NDRX  | Tama Sumo B2B Lakuti

31 მაისი (პარასკევი)

პარასკევს "ბასიანი" არგენტინელ დიჯეისა და პროდიუსერს, Jonas Kopp-ს მასპინძლობს. მასთან ერთად კლუბის მთავარ სცენას ადგილობრივი არტისტი NDRX დაიკავებს. "ჰორუმის" ოთახში კი მსმენელთა წინაშე ბერლინში მოღვაწე მუსიკოსები Tama Sumo და Lakuti წარდგებიან. ღონისძიებაზე მისული სტუმრები ასევე Kvanchi-ს და Kote Japaridze-ს მოუსმენენ. 

2. KHIDI: Broken English Club | AN-I | Reka | Frequency Shifter | Sevda | Digital Groove Affair | Gio Shengelia

31 მაისი (პარასკევი)

31 მაისს "ხიდი" 3 წლის იუბილეს აღნიშნავს. მსმენელთა წინაშე ტექნო სცენის ცნობილი წარმომადგენელი, დიჯეი და პროდიუსერი Oliver Ho პროექტით Broken English Club და ბერლინში მოღვაწე არტისტი AN-I წარდგებიან. მათთან ერთად მთავარ სცენას კლუბის რეზიდენტები Frequency Shifter და Reka დაიკავებენ. G2-ში კი SevdaDigital Groove Affair და Gio Shengelia დაუკრავენ. 

1. R.O X KONOBA-ს კონცერტი "სფეისჰოლში"

31 მაისი (პარასკევი)

31 მაისს Movement-ის ორგანიზებით ბელგიელი მუსიკოსების R.O-სა და Konoba-ს კონცერტი გაიმართება. "სფეისჰოლში" მისულ მსმენელებს არტისტები  კარგად  ნაცნობი კომპოზიციების გარდა, ახალ სიმღერებსაც შესთავაზებენ, რომლებიც ბენდის მომავალ ალბომში შევა. ღონისძიებაზე ასევე ელექტრონული არტისტები Danielli და Endorphins დაუკრავენ.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული