Thumbnail

პოპულარული მაიამელი პროდიუსერი DJ Khaled 17 მაისს გავრცელებული ალბომის Father Of Asahd პრომოუშენს განაგრძობს. არტისტმა მსმენელს სტუდიური ჩანაწერის 5 სხვადასხვა კომპოზიციაზე გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა.

მოუსმინეთ: DJ Khaled ახალ ალბომს Father Of Asahd ავრცელებს 

► ნახეთ: DJ Khaled-ის კლიპში Higher გარდაცვლილი რეპერი Nipsey Hussle მონაწილეობს 

► ნახეთ: DJ Khaled, Lil Wayne, SZA, Meek Mill და სხვები შაბათის ღამის შოუში

ნამუშევარში Just Us ლეიბლ TDE-ს წევრი, პოპულარული მუსიკოსი SZA მონაწილეობს. ტრეკში ლეგენდარული ჰიპ ჰოპ დუეტის, OutKast-ის ჰიტის Ms Jackson სემპლია გამოყენებული.

მორიგი ვიდეორგოლი, რომელიც დიჯეი ქალიდმა მსმენელს შესთავაზა, Celebrate გახლავთ. ჩანაწერში პოპულარული არტისტები Post Malone და Travis Scott მონაწილეობენ. ნამუშევრის პროდიუსერები კი Louis Bell, Aaron Bow, Teddy Walton და Frank Dukes არიან. 

მუსიკალურ კლიპში Jealous არენბი შემსრულებელთან, Chris Brown-თან ერთად ჰიპ ჰოპ არტისტები Lil Wayne და Big Sean მონაწილეობენ. კომპოზიციის ინსტრუმენტალის ავტორები NOVA WAV და 2018 წლის ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერი Tay Keith არიან.

ტრეკის Holy Mountain ვიზუალურ ნამუშევარზე დიჯეი ქალიდმა იამაიკელ რეგეი შემსრულებლებთან Buju Banton, Sizzla და Mavado, ასევე, ლეიბლ G.O.O.D. Music-ის ახალგაზრდა წევრთან, 070 Shake-თან ითანამშრომლა. ვიდეორგოლის ნაწილი სწორედ იამაიკაშია გადაღებული. ჩანაწერში Billy Boyo-ს ცნობილი ნამუშევრის One Spliff A Day სემპლია გამოყენებული.

ალბომის კიდევ ერთ სინგლად მაიამელმა არტისტმა ტრეკი You Stay შეარჩია, რომელშიც ჰიპ ჰოპ არტისტები Meek Mill, Lil Baby, არენბი შემსრულებელი Jeremih და კოლუმბიელი მომღერალი J Balvin მონაწილეობენ. 

წარმოშობით პალესტინელმა არტისტმა შემოქმედებითი კარიერა 1998 წელს დაიწყო. მან პოპულარობა სადებიუტო ალბომით Listennn... The Album მოიპოვა. ქალიდს ისეთ სუპერვარსკვლავებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ქანიე ვესთი, რიანა, დრეიქი, ლილ უეინი, ჯენიფერ ლოპესი და სხვები. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული