Thumbnail

ნახეთ: DJ Khaled, Lil Wayne, SZA, Meek Mill და სხვები შაბათის ღამის შოუში

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული მაიამელი პროდიუსერი მუჰამედ ქალიდი, ფსევდონიმით DJ Khaled, ღამის შოუს SNL ეწვია და ახალ ალბომში Father of Asahd შესული 5 კომპოზიცია შეასრულა. მასთან ერთად სცენაზე პოპულარული არტისტები Lil Wayne, SZA, Meek Mill, J Balvin, Big Sean, John Legend, Jeremih და Lil Baby გამოჩნდნენ.

► ნახეთ: DJ Khaled-ის კლიპში Higher გარდაცვლილი რეპერი Nipsey Hussle მონაწილეობს

► მოუსმინეთ: DJ Khaled ახალ ალბომს Father Of Asahd ავრცელებს

წარმოშობით პალესტინელმა არტისტმა შემოქმედებითი კარიერა 1998 წელს დაიწყო. მან პოპულარობა სადებიუტო ალბომით Listennn... The Album მოიპოვა. ქალიდს ისეთ სუპერვარსკვლავებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ქანიე ვესთი, რიანა, დრეიქი, ლილ უეინი, ჯენიფერ ლოპესი და სხვები.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული