Thumbnail

ნახეთ: მადონამ ევროვიზიაზე ახალი სიმღერა Future და ჰიტი Like A Prayer შეასრულა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

თელ-ავივში 2019 წლის ევროვიზიის ფინალი გაიმართა. ღონისძიების სპეციალური სტუმარი ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი მადონა იყო, რომელმაც ჰიპ ჰოპ კოლექტივ Migos-ის წევრ ქუავოსთან ერთად, ახალი კომპოზიცია Future შეასრულა. პოპის დედოფალმა ასევე 1989 წლის ჰიტი Like A Prayer იმღერა.

► Madonna: ვიღაცის პოლიტიკური ინტერესის გამო ისრაელში სიმღერაზე უარს ვერ ვიტყვი

► ნახეთ: Madonna ბრიტანული Vogue-ის ფოტოსესიაში

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ევროვიზიის გამარჯვებული ნიდერლანდების წარმომადგენელი დუნკან ლოურენსი გახდა. შემსრულებელი მაყურებელთა წინაშე კომპოზიციით Arcade წარდგა.

► ნახეთ: 2019 წლის ევროვიზიაზე ნიდერლანდელმა მუსიკოსმა დუნკან ლოურენსმა გაიმარჯვა

მადონა ლუიზა ჩიკონე 300 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით, მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალი მუსიკოსია. 2004 წელს Rolling Stone-მა ის ყველა დროის 100 საუკეთესო არტისტს შორის 36-ე პოზიციაზე დაასახელა. 7 გრემისა და 2 ოქროს გლობუსის მფლობელი შემსრულებელი თანამედროვე პოპ კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული