Thumbnail

ნახეთ: 2019 წლის ევროვიზიაზე ნიდერლანდელმა მუსიკოსმა დუნკან ლოურენსმა გაიმარჯვა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

თელ-ავივში 2019 წლის ევროვიზიის კონკურსი დასრულდა. გამარჯვებული ნიდერლანდების წარმომადგენელი დუნკან ლოურენსი გახდა. მის მიერ შესრულებულმა სიმღერამ Arcade საერთო ჯამში 492 ქულა დაიმსახურა. 

ევროპის მაუწყებელთა კავშირის კონკურსში ეს ნიდერლანდების რიგით მეხუთე გამარჯვებაა. ამ ქვეყნის წარმომადგენელმა ევროვიზიის მოგება ბოლოს 1975 წელს შეძლო. მომავალ წელს ღონისძიებას სწორედ ნიდერლანდები უმასპინძლებს.

მეორე ადგილზე 465 ქულით იტალიელი კონკურსანტი მაჰმუდი გავიდა. ხუთეულში ასევე რუსი, შვეიცარიელი და ნორვეგიელი არტისტები მოხვდნენ. თამთა გოდუაძემ, რომელიც ევროვიზიაზე კვიპროსის სახელით გამოდიოდა, 101 ქულით მე-15 ადგილი დაიკავა.

► ნახეთ: თამთა გოდუაძემ ევროვიზიაზე ჩეხ კონკურსანტთან ერთად ლედი გაგას Shallow იმღერა

► ნახეთ: ოთო ნემსაძემ და თამთა გოდუაძემ თელ-ავივში "სულიკო" შეასრულეს

შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროვიზიის ფინალში ზედიზედ მესამედ ვერ მოხვდა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი, ოთო ნემსაძე კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა. 

► ოთო ნემსაძე: თუ ეს არის მუსიკის მომავალი, მაშინ საქართველო სხვა პლანეტაა

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 1956 წელს დაარსდა და დღეს ყველაზე დიდ ტელეშოუდ ითვლება. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, მას თვალს 600 მილიონზე მეტი მაყურებელი ადევნებს. თავის დროზე ფესტივალის გამარჯვებულის ტიტული ისეთ ცნობილ მუსიკოსებსა და ჯგუფებს აქვთ მოგებული, როგორებიც არიან: ABBA, სელინ დიონი და ფრანც გალი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული