Thumbnail

ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა და ედ შირანმა სიმღერაზე I Don't Care კლიპი გადაიღეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ედ შირანმა და კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა სიმღერაზე I Don't Care კლიპი გადაიღეს.

 ჯასტინ ბიბერი: ემინემს ახალი თაობის რეპერების არ ესმის

► ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა ცოლს ლექსი მიუძღვნა

ედს და ჯასტინს წარსულშიც უთანამშრომლიათ. მათ 2015 წელს ერთობლივი კომპოზიცია Love Yourself გაავრცელეს.

ჯასტინ დრიუ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 140 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself, Sorry, I'll Show You და Baby მოუტანა.

ედ შირანმა კი მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მან 150 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. მუსიკოსს გრემის პრესტიჟული ჯილდო 4-ჯერ აქვს მოპოვებული. მისმა კომპოზიციამ Shape of You იუთუბზე 4 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული