Thumbnail

ბრიტანელმა მუსიკოსმა, მორისიმ ახალი სიმღერა Lady Willpower გაავრცელა. ტრეკი მის ქავერ ალბომში California Son იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 24 მაისს ჩაეშვება. ნამუშევრის ორიგინალი ვერსია კალიფორნიულ პოპ როკ ჯგუფს Gary Puckett & The Union Gap ეკუთვნის.

► ნახეთ: Morrissey-მ ჯიმი ფელონის შოუში სიმღერა Morning Starship შეასრულა

► მოუსმინეთ: Morrissey — I Thought You Were Dead

► მოუსმინეთ: Morrissey - Wedding Bell Blues Ft. Billie Joe Armstrong

სტივენ პატრიკ მორისიმ შემოქმედებითი კარიერა 1977 წელს დაიწყო. ის საკულტო ჯგუფის, The Smiths-ის ფრონტმენი იყო. არტისტი ისეთი კომპოზიციების ავტორია, როგორებიცაა: This Charming Man, Suedehead, How Soon Is Now? და Heaven Knows I'm Miserable Now. 1988 წლიდან მუსიკოსი დამოუკიდებლად მოღვაწეობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული