Thumbnail

მოუსმინეთ: Mark Ronson - Don't Leave Me Lonely Feat. Yebba

ბრიტანელი მუსიკოსი მარკ რონსონი თაყვანისმცემლებს ახალ სინგლს Don't Leave Me Lonely სთავაზობს. ტრეკი ამერიკელ მომღერალ Yebba-სთან ერთადაა ჩაწერილი. კომპოზიცია რონსონის მომავალ ალბომში Late Night Feelings შევა, რომელიც გაყიდვაში 21 ივნისს ჩაეშვება. სტუდიურ ჩანაწერში სულ 13 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.

► ნახეთ: მარკ რონსონმა და ლიუკე ლიმ სიმღერა Late Night Feelings შეასრულეს

► ნახეთ: მარკ რონსონმა და ლიუკე ლიმ სიმღერაზე Late Night Feelings კლიპი გადაიღეს

► ნახეთ: Miley Cyrus-მა და Mark Ronson-მა Nothing Breaks Like a Heart შეასრულეს

მარკ რონსონმა შემოქმედებითი კარიერა 90-იან წლებში დაიწყო. მას გრემი 7-ჯერ აქვს მოპოვებული. მუსიკოსი ასევე ოსკარის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. შემსრულებელს ისეთ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ემი უაინჰაუსი, ლედი გაგა, პოლ მაკკარტნი, ბრუნო მარსი, მაილი საირუსი და სხვები.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული