Thumbnail

რიანა და ლედი გაგა ალაბამაში აბორტის აკრძალვას აპროტესტებენ

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკაში, ალაბამას შტატში აბორტი აიკრძალა. კანონის მიღებას არაერთი მუსიკოსი გამოეხმაურა, მათ შორის პოპვარსკვლავები რიანა და ლედი გაგა, რომლებმაც სენატორების გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს.

► ნახეთ: Rihanna ჟურნალ Vogue-ის ფოტოსესიაში

► როგორ შეარჩია Lady Gaga-მ ფსევდონიმი

"იცნობდეთ იდიოტებს, რომლებიც ამერიკაში გადაწყვეტილებებს ქალების ნაცვლად იღებენ. გუბერნატორო ქეი აივი, გრცხვენოდეთ", - წერს არტისტი. 

"აბორტის აკრძალვა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. ვლოცულობ გოგონებისა და ქალებისთვის, რომლებსაც ამ სისტემის გამო საფრთხე შეექმნებათ", - აღნიშნავს გაგა ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი რეგულაციის თანახმად, ალაბამაში აბორტი ორსულობის ყველა ეტაპზე იკრძალება. ექიმებს, რომლებიც კანონს დაარღვევენ, 10-დან 99 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. იმ შემთხვევაში, თუ ნაყოფი დედის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის, პროცედურა დაშვებული იქნება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული