Thumbnail

ქანიე ვესთს Rick and Morty-ში საკუთარი ეპიზოდის შექმნას სთავაზობენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულ ჩიკაგოელ ჰიპ ჰოპ არტისტ ქანიე ვესთს ცნობილ ანიმაციურ სერიალში Rick and Morty საკუთარი ეპიზოდის შექმნას სთავაზობენ. რეპერის ფავორიტი ტელეშოუს ახალი, მეოთხე სეზონი ნოემბერში დაიწყება.

 ნახეთ: ქანიე ვესთის 5 წლის შვილი Lil Nas X-ის ჰიტზე Old Town Road ცეკვავს

 ქანიე ვესთსა და კიმ კარდაშიანს სუროგაციის დახმარებით მეოთხე შვილი შეეძინათ

"ჩვენ ძალიან გვიყვარს ქანიე. მოგვწონს მისი ხედვა, გენიოსია. მის თავში არსებულ ყველა იდეას რომ ფრთები შეასხას, Elon Mask 2.0 გახდება. მას ერთ ეპიზოდს ვჩუქნით. ამას საჯაროდ ვთავაზობთ. ჩვენ კი დანარჩენ 70-ზე ვიმუშავებთ. ქანიე, შენ შეგიძლია, გქონდეს შენი სერია. ძალიან მაგარი იქნება", - განაცხადა Rick and Morty-ს ერთ-ერთმა ავტორმა, ჯასტინ როილენდმა The Blast-თან ინტერვიუში.

ჯერჯერობით უცნობია, რას გადაწყვეტს რეპერი. აღსანიშნავია, რომ რიკმა და მორტიმ შარშან ქანიეს დაბადების დღეზე სიმღერა მიუძღვნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული