Thumbnail

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტაილერ გრეგორი ოკონმა, ფსევდონიმით Tyler, The Creator, ახალი ალბომი IGOR გამოაქვეყნა. გთავაზობთ მუსიკოსის მე-5 სტუდიური ჩანაწერის ერთ-ერთ გამორჩეულ კომპოზიციას What's Good, რომლის პროდიუსერიც თავად ტაილერი გახლავთ.

► მოუსმინეთ: Tyler, The Creator ახალ ალბომს IGOR ავრცელებს 

► ნახეთ: Tyler, The Creator - New Magic Wand

 

პოპულარულმა მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი სადებიუტო და კომერციულად ყველაზე წარმატებული ალბომი Goblin გაყიდვაში 2011 წელს ჩაეშვა. იმავე წელს ტელეკომპანია MTV-იმ შემსრულებელი წლის საუკეთესო ახალბედა რეპერად დაასახელა. 2017 წელს გამოშვებული Flower Boy კი საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ნომინანტებს შორის მოხვდა.  

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული