Thumbnail

ნახეთ: DJ Khaled-ის კლიპში Higher გარდაცვლილი რეპერი Nipsey Hussle მონაწილეობს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული მაიამელი პროდიუსერი მუჰამედ ქალიდი, ფსევდონიმით DJ Khaled, კომპოზიციაზე Higher გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ჩანაწერში მიმდინარე წლის მარტში მოკლული ჰიპ ჰოპ არტისტი Nipsey Hussle და გრემის მფლობელი მუსიკოსი John Legend მონაწილეობენ. ტრეკი დიჯეი ქალიდის ახალგავრცელებული ალბომის Father Of Asahd სინგლია.

► მოუსმინეთ: DJ Khaled ახალ ალბომს Father Of Asahd ავრცელებს 

წარმოშობით პალესტინელმა არტისტმა შემოქმედებითი კარიერა 1998 წელს დაიწყო. მან პოპულარობა სადებიუტო ალბომით Listennn... The Album მოიპოვა. ქალიდს ისეთ სუპერვარსკვლავებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ქანიე ვესთი, რიანა, დრეიქი, ლილ უეინი, ჯენიფერ ლოპესი და სხვები. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული