Thumbnail

ჩიკაგოელმა მუსიკოსმა, ჯონათან ბენეტმა, ფსევდონიმით Chance The Rapper, ახალი კომპოზიცია GRoCERIES გაავრცელა. ჩანაწერში ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი TisaKorean და კანადელი მუსიკოსი Murda Beatz მონაწილეობენ.

ჯონათან ბენეტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2011 წელს დაიწყო. დღეისთვის მის დისკოგრაფიაში ოფიციალური მიქსტეიპები 10 Day, Acid Rap და Coloring Book შედის. არტისტის კოლეგების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, ბენეტი ლეიბლებთან კონტრაქტის გაფორმებას ჯერჯერობით არ გეგმავს. 2017 წლის გრემის დაჯილდოებაზე ახალგაზრდა მუსიკოსის ნამუშევარმა Coloring Book "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული